”განათლება - არის ის, რაც თქვენ დაგრჩებათ, როდესაც დაივიწყებთ ყველაფერს, რასაც სწავლობდით.” ( ბერრეს ფრედერიკ სკინერი -ამერიკელი ფსიქოლოგი და მწერალი)
განათლება: education - ინგლისურად, образование - რუსულად, éducation - ფრანგულად, Ausbildung - გერმანულად, educazione - იტალიურად, educación - ესპანურად, 教育 - ჩინურად, öğrenim - თურქულად, آموزش و پرورش - სპარსულად... იწერება და ჟღერს სხვა და სხვანაირად, ხოლო არსი და დანიშნულება - ერთი აქვს, მიზნები და ამოცანები კი - შეიძლება განსხვავდებოდეს.
განათლება - პროცესია, რომლის მეშვეობითაც საზოგადოება თაობიდან თაობაში გადასცემს თავის კულტურულ მემკვიდრეობას - დაგროვებულ ღირებულებებს, ცოდნასა და უნარ - ჩვევებს.
* თანამედროვე ცივილიზაციის საფუძველში ძევს ტექნიკური პროგრესი, მაგრამ ცნობიერების შეგნება და მისი გარდაქმნა ძალის წყაროდ უფრო მნიშვნელოვანია. ეს გამოცდილებაზე დაყრდნობილი სულიერი ცოდნა ძლიერ განსხვავდება ჩვეულებრივ მეცნიერებისგან. არსებობს აგრეთვე უმაღლესი სიბრძნე, რომელიც ცნობიერებასაც კი აღემატება.
* ,,დუმილი სულიერებისკენ მსწრაფი ადამიანის ლაპარაკია. რბილი და სასიამოვნო ლაპარაკი წარმოადგენს ჭეშმარიტი სიყვარულის გარე გამოვლინებას. სიძულვილი კივის, შიში ყვირის, პატივმოყვარეობა ბუკს სცემს, სიყვარული კი აწყნარებს და ჭრილობებზე ბალზამს ასხამს. ილაპარაკეთ სიყვარულის ენაზე."
* თანამედროვე ცივილიზაციის საფუძველში ძევს ტექნიკური პროგრესი, მაგრამ ცნობიერების შეგნება და მისი გარდაქმნა ძალის წყაროდ უფრო მნიშვნელოვანია. ეს გამოცდილებაზე დაყრდნობილი სულიერი ცოდნა ძლიერ განსხვავდება ჩვეულებრივ მეცნიერებისგან. არსებობს აგრეთვე უმაღლესი სიბრძნე, რომელიც ცნობიერებასაც კი აღემატება.
* ,,დუმილი სულიერებისკენ მსწრაფი ადამიანის ლაპარაკია. რბილი და სასიამოვნო ლაპარაკი წარმოადგენს ჭეშმარიტი სიყვარულის გარე გამოვლინებას. სიძულვილი კივის, შიში ყვირის, პატივმოყვარეობა ბუკს სცემს, სიყვარული კი აწყნარებს და ჭრილობებზე ბალზამს ასხამს. ილაპარაკეთ სიყვარულის ენაზე."
* ,, ყოველი თქვენი აზრი ყვავილად აქციეთ, და იგი ღირსი იქნება იმისი, რომ ღმერთის ხელში აღმოჩნდეს. ყოველი თქვენი საქმე მწიფე ნაყოფად აქციეთ, რომელიც სიყვარულის ტკბილი წვენით არის შევსილი, და იგი ღირსი იქნება იმისი, რომ უფლის ხელისგულზე დადოთ ის, და თქვენი ცრემლები იმდენად წმინდა აქციეთ, რომ ღვთის ლოტოსის მაგვარი ტერფების დაბანა შეიძლებოდეს."
* ,, ნუ განსჯით ადამიანებს და ნუ ეცდებით გამოარკვიოთ, იმსახურებენ თუ არა ისინი თქვენს დახმარებას. მხოლოდ ის გაარკვიეთ, ნამდვილად უჭირთ თუ არა, ეს სრულიად საკმარისია. ნუ გამოკითხავთ, როგორ იქცევიან ისინი სხვების მიმართ, მათი გარდაქმნა ხომ, რა თქმა უნდა, სიყვარულის დახმარებით შეიძლება. "
*,, თუ თქვენ მახლობლად ვინმე უბედურ მდგომარეობაშია, ნუთუ შეგიძლიათ ბედნიერად გრძნობდეთ თავს? არა. როდესაც ბავშვის საცოდავი ტირილი გესმით, თქვენს თვალებშიც ჩნდება თანაგრძნობის ცრემლები. რატომ? იმიტომ რომ თქვენ შორის უხილავი კავშირი არსებობს. მხოლოდ ადამიანს შეუძლია განიცადოს თანაგრძნობა და უხაროდეს, როცა სხვებს უხარიათ. სწორედ ამიტომ თვლიან მას ქმნილების გვირგვინად, ევოლუციის მწვერვალად, და მხოლოდ მას შეუძლია უანგარო მსახურება. ეს არის უნიკალური თავისებურება, რომლითაც მას სამართლიანად შეუძლია იამაყოს."
* ნუ დაემსგავსებით საშრობ ქაღალდს, რომელიც იწოვს ჟინსა და ემოციებს, სიხარულსა და მწუხარებას, რომლებსაც მსახიობი ბუნება გამოხატავს ცხოვრების სცენაზე. თქვენ უნდა ჰგავდეთ ლოტოსს, რომელიც მზის გამოჩენისას თავის ფურცლებს შლის. ლოტოსი არ ილექავს შლამს, რომლიდანაც ის იზრდება, და მას არ ასველებს მკვებავი წყალი!
* ყველა არსებას და ყველა საგანს ღვთაებრივი ბუნება აქვს, მაგრამ თქვენ უნდა ინტელექტი გამოიყენოთ და ის ადამიანები და ის საგნები აირჩიოთ, რომლებიც თქვენს სულიერ ზრდას შეუწყობენ ხელს და თავი არიდოთ იმ ადამიანებსა და იმ საგნებს, რომლებიც მას ხელს უშლიან. ეს არის ბრძენი ადამიანის გზა. ელექტრობა, ცეცხლი ან დანა შეიძლება სახიფათო იყოს, თუ არ იცით როგორ იხმაროთ ისინი, მაგრამ თუკი ეს იცით, ისინი სასარგებლო ხდება. ისინი შეიძლება იყვნენ როგორც მეგობრები, ასევე მტრები. ეს შეეხება აგრეთვე გრძნობებსაც. თუ გრძნობებს დაემონებით, ისინი თქვენი მტრები გახდებიან, ხოლო თუ დაიმორჩილებთ, მათ შეუძლიათ უმაღლესი მიზნის მიღწევაში დაგეხმარონ. სანამ ადამიანი გრძნობების მონაა, იგი ვერ შეძლებს გააჩეროს ორობითობის ბორბალი.